ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს


სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი გაეროს, ევროკავშირს და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, "ყველა შესაძლებლობის" გამოყენებას სთხოვს.

"პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები," ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას, ადმიანის უფლებათა კუთხით, რომელიც მუდმივად და სწრაფად უარესდება. ასევე, აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებზე.

"ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა," - აცხადებს პრეზიდენტი.

მკვლელობა ცხინვალში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG