ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პოლიციამ არალეგალური იმიგრანტების გვამებს მიაგნო


საბერძნეთის პოლიციამ ქვეყნის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე თორმეტი არალეგალური იმიგრანტის გვამს მიაგნო. გვამები ქალაქ ალექსანდროპოლისის სანაპიროზე გამოირიყა. როგორც ფიქრობენ იმიგრანტები თურქეთის მხრიდან ლამობდნენ საბერძნეთში შეღწევას. დაღუპულთა ეროვნება ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი.

XS
SM
MD
LG