ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: ავღანეთი ვიეტნამი არ არის



პრეზიდენტ ობამას 1 დეკემბერს გამოცხადებული სტრატეგიის მთავარი ასპექტებია:

"ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნა მოხდება. პირველი კონტიგენტი 2010 წლის დასაწყისში განლაგდება. ეს არის ის, რისი გაკეთების უნარიც ყველაზე სწრაფად შეგვწევს. ეს საჯაროსო შენაერთები მეამბოხეთა საყრდენ რაიონებში განლაგდებიან და დაიცავენ ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებენ ჩვენს ძალისხმევას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის მხრივ. ეს პროცესი საერთაშრისო ძალისხმევა და პასუხისმგებლობაა და ამიტომ მე მოვითხოვე ჩვენი მოკავშირეების დახმარება. ზოგიერთმა მათგანმა უკვე განალაგა დამატებითი ჯარები და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტი გაგზავნის სამხედროებს ავღანეთში.

გაერთიანებული ძალებით ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში ავღანელებისადმი პასუხისმგებლობის გადაბარებას. ჩვენი ჯარების გაყვანას კი 2011 წლის ივლისში დავიწყებთ.

როგორც ერაყში, ძალაუფლების გადაცემას თანმიმდევრულად, თანდათანობით დავიწყებთ და ამ პროცესს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

იმავდროულად, გაეროსთან და ავღანელ ხალხთან ერთად უფრო ეფექტური სამოქალაქო სტრატეგიის შექმნაზე ვიმუშავებთ.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი წარმატება ავღანეთში მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას პაკისტანთან.

ზოგი ამბობს, რომ ავღანეთი ჩვენი მორიგი ვიეტნამია. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ იმ შესაძლებლობას, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ჩემი არგუმენტი კი არის ის, რომ ვიეტნამისგან განსხვავებით, ავღანეთში ჩვენ 43 სხვა პარტნიორთან ერთად ვიბრძვით. ეს კი ჩვენს მოქმედებას ლეგიტიმაციას ანიჭებს.

ჩემი ახალი სტრატეგიის განხორციელება წელს 30 მილიარდი დოლარი დაჯდება."

XS
SM
MD
LG