თეთრი სახლის პრესმდივანი დენა პერინო ამბობს, რომ გუანტანამოს საპყრობილეს დახურვასთან დაკავშირებული შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ახლა ასეთი შეხვედრის მოწყობის აუცილებლობას ვერ ხედავენ:
“მე შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრაზე არავითარი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებდნენ. ანუ ეს შეხვედრა არაფრის მომტანი იქნებოდა. ამ საკითხზე ყოველდღიურად მრავალი ადამიანი მუშაობს”. თქვა მან.
პრესმდივნის თქმით, პრეზიდენტ ბუშს გაუანტანამოს საპყრობილის დახურვა სურს, მაგრამ ეს რამდენიმე საკითხის მოგვარებაა აუცილებელი. მათგან ერთ-ერთი პატიმრების მათ მშობლიურ ქვეყნებში გადაგზავნაა. გუანტანამოს ყურის საპატიმროს არსებობისათვის ბუშის ადმინისტრაციას კრიტიკის ქარ-ცეხლი ატყდება. ადმინისტრაციაზე საპყრობილის დახურვის მიზნით, დიდი ზეწოლა ხორციელდება. სეერთებული შტატების კონგრესში ევროპის უშიშროებისა და თანამსრომლობის კომისიის წინაშე გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა სტინი ჰოიერმა აღნიშნა, რომ გუანტანამოს ციხის არსებობა ამერიკას სახელს უტეხს:
“ეს მოსმენა ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სარსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაიდგა. ეს პრობლემა ამერიკას მთელს მსოფლიოში ულახავს რეპუტაციას. და ამან უკვე ძალზე ნეგატიურად იმოქმედა სეერთებულ შტატებზე”. თქვა კონგრესმენმა ჰოიერმა.
საპყრობილე, რომელიც როგორც სამხედრო ციხე და საგამომძიელბლო დაწესებულება 2002 წელს გაიხსნა. მანამდე იქ მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ბაზა იყო განლაგებული. ბუსის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ტერორისტები ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულებამდე უნდა იყვნენ იზოლირებულები და მათ ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად სასამართლო სისტემაზე არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი. ასეთი მიდგომის მოწინაარმდეგეები, ადმინისტრაციას ძირითადი ადამიანის უფლებების დარრვევაში სდებენ ბრალს. გასულ წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ბუშის ადმინისტრაციის მიერ ტერორიზმში ეწვმიტანილთა გასასამართლებად შექმნილი სამხედრო ტრიბუნალები გააუქმა იმ საბაბით, რომ ასეთი ტრიბუნალების არსებობა ამერიკისა და საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევდა. კონგრესმაახალი კანონი მიირო, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა ის თუ რა უფლებებით სარგებლობენ ტერორისტობაში ეჭვმიტანილები და როგორ უნდა მიუდგნენ მათ.
იმ ჯგუფთა სორის, რომლებიც გუანტანამოს საპყრობილის დახურვას მოითხოვენ, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვაჩიცაა”. ამ ჯგუფის ვაშინგტონის საადვოკატო განყოფილების დირექტორი ტომ მალინოვსკი ამბობს, რომ საპყრობილის არსებობამ ამერიკის მორალური სახე ძალზე შეარყია, მას დაასორა მოკავშირეები, მტერი კიდევ უფრო გააგულისა და ქვეყნის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ ძირი გამოუთხარა:
“გუანტანამოში მყოფი ყოველი პატიმარი დიდ პრობლემას წარმოადგენს შეერთებული შტატებისათვის. გუანტანამო სრული და სამარცხვინო კრახია არა მხოლოდ მორალური ასპექტით, არამედ ეროვნული უშიშროების თვალსაზრისითაც. მისმა არსებობამ ამერიკას უფრო ავნო ვიდრე მის მტრებს. ასეტი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს მისი დაიხურვა წარმოადგენს” . გვითხრა ბატონმა მალინოვსკიმ.
ცნობილი გახდა, რომ საპყრობილეში პატიმრებს სესაბამისად არ ეპყრობიან. ოთხმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. მერილენდის შტატის წარმომადგენელი სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ დაკავებულთაგან ბევრი, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკვე ხუთი წლია რაც ციხეში იმყოფება:
“ზოგი ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით თუ რა მოვუხერხოდ ამ პატიმრებს, გავასამართლოდ ისინი, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუ საერთოდ გავათავისუფლოდ, უმჯობესია ისინი ისევ საპყრობილეში დავტოვოთ. მე ვთვლი, რომ ისინი მათ მსობლიურ ქვეყნებს უნდა გადავცეთ”. საკუთარი აზრი გამოხატა სენატორმა.
ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ მიუხედვად იმისა, რომ გუანტანამოს დახურვის აუცილებლობა უკვე საკმაოდ ნათელია, ამის განხორციელება ბევრ სიძნელესთანაა დაკავშირებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული მრჩეველი ჯონ ბილინგერი ამბობს, რომ თავდაპირველად დაკავებულთა ნახევარი უკვე გათავისუფლებულია ან სხვა ციხეებშია გადაგზავნილი. ხოლო ციხეში ამჟამად მყოფთა ოთხმოცი პროცენტის გათავისუფლებისა და დეპორტაციის საკითხი უკვე თითქმის მოგვარებულია”
“გუანტანამოში არსებული სიტუაცია ადმინისტრაციციის გაწბილებას იწვევს. მეორესმხრივ მისი არსებობა ძალზე საშიში პიროვნებების იზოლირებაში გვიწყობს ხელს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გუანტანამო საერთაშორისო კრიტიკის საგანს წარმოადგენს და სწორედ ეს აღელვებს ადმინისტრაციას”. აღნიშნავს ბატონი ბილინგერი.
მისი თქმით, ადმინისტრაციის მაკრიტიკებლები, რომლებიც გუანტანამოს დახურვას მოითხოვენ არანაირ სერიოზულ ალტერნატიულ გეგმას არ აყენებენ. ბილინგერი ამბობს, რომ თეთრი სახლი ეცდება ამერიკელთა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის უშიშროების დაცვას არსებული კანონმდებლობის მიხედვით ეცდება.