ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დოლარი გამყარების ტენდენციას აჩვენებს


ამერიკული დოლარი ბოლო სამი დღის განმავლობაში უწყვეტად მყარდებოდა და ორშაბათს, ოთხი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. იმავდროულად, ფინანსურ ბაზრებზე ავსტრალიურმა დოლარმა და ბრიტანულმა ფუნტმა ქვემოთ დაიწია.

იმ დროს, როდესაც ამერიკული ბაზრები დღესასწაულის გამო ორშაბათს დაკეტილია და ოთხშაბათს ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაცია იგეგმება, წამყვანი ვალუტები დადგენილ ზღვრებში რჩება და ვალუტის მიმართ ახალი ადმინისტრაციის პოზიციას ყურადღებით აკვირდებიან.



პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წლების განმავლობაში დოლარის გამყარების წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა, მაგრამ “უოლ სტრიტ ჯორნალის” თანახმად, მოელიან, რომ ჯანეტ იელენი, ბაიდენის შერჩეული კანდიდატი, რომელიც შეერთებული შტატების ხაზინას უხელმძღვანელებს, ნათელს გახდის, რომ შეერთებული შტატები დოლარის დასუსტებას არ ეცდება.

უფრო მეტიც, ბაიდენის 1.9 ტრილიონის დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის გეგმამ, შეერთებული შტატების ხაზინის საპროცენტო შემოსავლების გაზრდას შეუწყო ხელი და 2020 წლის ბოლოს მომხდარი დოლარის გაუფასურების პროცესი შეატრიალა.

ექსპერტები წელს ვალუტების შედარებითი სიჯანსაღეს მოელიან. "რასაც ახლა ვხედავთ, ეკონომიკის აღდგენასთან უშუალოდ არის დაკავშირებული”, თქვა ვუტერ სტარკენბუმმა, “ნორთერნ თრასთ ასსეთ მენეჯმენტის” საინვესტიციო სტრატეგიის სპეციალისტმა.

დოლარის ინდექსი ერთი თვის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ავიდა და ბოლოს 90.94 შეადგინა, რაც 21 დეკემბრის შემდეგ, უმაღლესი ნიშნულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG