ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის გეგმა - 1.9 ტრილიონი დოლარი პანდემიის ზიანთან საბრძოლველად


ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათ საღამოს კორონავირუსით გამოწვეულ ზიანთან ბრძოლის საკუთარი გეგმა წარმოადგინა და ამ კანონპროექტის - ფინანსური სტიმულირების პაკეტის დამტკიცების გადაუდებელ აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ამ პანდემიის დროს მილიონობით ამერიკელმა დაკარგა ის ღირსება, რომელიც სამუშაოს ანაზღაურების მიღებას მოაქვს. ეს არ იყო მათი ბრალი", - თქვა ბაიდენმა "ამერიკის გადარჩენის გეგმის" წარმოდგენისას.

ბაიდენის გეგმის თანახმად, ამერიკელთა დიდი ნაწილი, რომელთა შემოსავალიც კონკრეტულ ნიშნულზე ნაკლებია, პირდაპირი დახმარების სახით 1 400 $-ს მიიღებს. დაფინანსება გათვალისწინებულია სკოლების უსაფრთხო გახსნისა და ვაქცინაციის პროგრამისთვისაც. უმუშევარ ამერიკელთა დაზღვევა კი სექტემბრამდე პერიოდში კვირაში 400 $-ით გაიზრდება. გეგმის ნაწილია მცირე ბიზნესების დახმარებაც, რომელთაც

ბაიდენის გუნდის წევრებმა თქვეს, რომ გეგმა ამბიციურია, თუმცა მისი განხორციელება - შესაძლებელი. რესპუბლიკელი კანონმდებლების აზრით, დახმარების ეს ოდენობა ზედმეტად დიდია. "900 მილიარდიანი დახმარების პაკეტი კანონად სულ ცოტა ხნის წინ იქცა", - ამბობს ტეხასის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი.

თუმცა, დემოკრატ არჩეულ პრეზიდენტს პალატასთან ერთად, ახლა სენატის მხარდაჭერაც ექნება, რადგან 50-50 მანდატისა და ხმის პირობებში, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG