ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, დუნაის სანაპიროზე, იზმაილის პორტზე რუსეთის დრონებით ტავდასხმამ, პორტის ინფრასტრუქტურა, კომერციული და საცხოვრებელი შენობები დააზიანა. დაშავდა სამი ადამიანი. რუსულმა ძალებმა თავდასხმა ოტხშაბათს დილით, 24 ივლისს განახორციელა.
თავდასხმამ დააზიანა რამდენიმე შენობა პორტში, გამოიწვია ხანძარი და ასევე დააზიანა სამი სატვირთო მანქანა, განაცხადა ოდესის რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა.
ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, 23-დან, 17 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან გაუშვეს. დრონების უმეტესობა სამხრეთ ოდესის რეგიონში ჩამოაგდეს.
"მტერმა, სამხრეთ რეგიონებს დრონებით შეუტია. პორტის ინფრასტრუქტურა კვლავ მათი სამიზნე გახდა", - თქვა უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობამ “ტელეგრამში”.
იზმაილი და მდინარე დუნაის სხვა პორტები, უკრაინისთვის, საწვავის იმპორტის მნიშვნელოვანი მარშრუტებების პუნქტებია. უკრაინაში საწვავზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ბიზნესი და მოსახლეობა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული გენერატორებზე, ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვების ფონზე.
მარტიდან, რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე და სხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც დაახლოებით ნახევრით შეამცირა არსებული წარმოება და გამოიწვია ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა ქვეყნის მასშტაბით.