ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ჩრდილო კორეას აშშ-ის წინააღმდეგ დახმარებას ჰპირდება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო და უსაფრთხოების კუთხით კავშირს გააღრმავებს და მხარს დაუჭერს მას ამერიკის წინააღმდეგ. ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ვლადიმირ პუტინი ჩრდილო კორეას ეწვევა.

ამერიკა და აზიაში მისი მოკავშირეები მსჯელობენ, რამდენად შეიძლება გაღრმავდეს რუსეთის ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ერთადერთია, ვინც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღი გამოსცადა.

ვლადიმირ პუტინმა ფხენიანის ლიდერი კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ ის ამერიკის მხრიდან ეკონომიკურ წნეხს, შანტაჟსა და მუქარას უმკლავდება.

ჩრდილო კორეულ სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინი კორეელ ლიდერს "ამხანაგ კიმად" მოიხსენიებს და პირობას აძლევს, რომ "არალეგიტიმურ ცალმხრივ შეზღუდვებს ერთობლივად დაუპირისპირდებიან."ევრაზიის კონტინენტზე კი სავაჭრო ურთიერთობასა და უსაფრთხოების თანამშრომლობას განავითარებენ.

"ვაშინგტონი ადრე მიღწეული შეთანხმებების აღრულებაზე უარს ამბობს, განმეორებითად აწესებს ახალ, გამკაცრებულ და მკაფიოდ მიუღებელ მოთხოვნებს. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს და განაგრძობს "კორეის ხალხის დემოკრატიული რესპუბლიკის" და გმირი კორეელი ხალხის მხარდაჭერას ამ მზაკვრული, საშიში და აგრესიული მტრის წინააღმდეგ", - ამბობს ვლადიმირ პუტინი სტატიაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებად მედიაში გამოქვეყნდა.

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი 19-20 ივნისს ვიეტნამშიც ჩავა.

XS
SM
MD
LG