16 მაისს, შეერთებული შტატების პროკურორებმა განცხადება ამერიკელი ქალისა და უკრაინელი მამაკაცის დაკავების შესახებ გააკეთეს. მათი თქმით, დაკავებულები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, ასობით ამერიკულ კომპანიაში დისტანციური სამუშაოს მისაღებად, ამერიკელებად წარმოჩენაში დახემარნენ.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დახვეწილი სქემა, რომელიც საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ჩრდილოეთ კორეისთვის შემოსავლის გამომუშავებას ისახავს მიზნად, მოიცავდა 300-ზე მეტ ამერიკულ კომპანიაში, მათ შორის, წამყვან 500 კომპანიასა და ბანკში შეღწევას და 60-ზე მეტი ამერიკელის პირადი ინფორმაციის მითვისებას.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების უცხოელი სპეციალისტები, დასაქმებასა და ინფორმაციის მოპოვებას, შეერთებული შტატების ორ სამთავრობო უწყებაშიც ცდილობდნენ, თუმცა ეს ძალისხმევა „ზოგადად წარუმატებელი იყო“.
მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამ სქემით, ჩრდილოეთ კორეისთვის, მინიმუმ $6.8 მილიონის გამომუშავება მოხერხდა. უწყების განცხადებით, სქემაში ჩართული ჩრდილოეთ კორეელები, დაკავშირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მრეწველობის დეპარტამენტთან, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების განვითარებას, იარაღის წარმოებას, კვლევისა და განვითარების პროგრამებს.
გასულ კვირას, ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალი წაუყენეს 49 წლის კრისტინა მარი ჩაპმანს, ლიჩფილდ პარკიდან (არიზონის შტატი), უკრაინელ 27 წლის ალექსანდრე დიდენკოს, კიევიდან და კიდევ სამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.