ზოგიერთი მოკავშირისა და რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, შესაძლოა, საფრანგეთმა სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში მალე გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტი მაკრონი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაავრცელებს.
დიპლომატების თქმით, ოფიციალურ პარიზს იმედი აქვს, რომ უკრაინისთვის მსგავსი ტიპის სამხედრო დახმარების კამპანიას გაუძღვება, რომელშიც სხვა ევროპული ქვეყნებიც იქნებიან გაერთიანებული. თუმცა, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წარომადგენელი შიშობს, რომ ეს შესაძლოა, რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტად იყოს აღქმული.
ორი დიპლომატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთი ჯერ სამხედრო პერსონალის მცირე ჯგუფს გაუშვებს უკრაინაში, რათა მისიის დაწყება და სიტუაციის განხილვა მოხდეს, შემდეგ კი რამდენიმე ასეული ინსტრუქტორი ჩავა უკრაინაში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 6 ივნისს, "დი-დღის" 80 წლისთავის აღსანიშნ ღონისძიებაზე ჩადის.