ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს


რუსეთში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი, რომელიც დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. იური კუზნეცოვის საკუთრებაში პოლიციამ მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები აღმოაჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ გამომძიებლებმა 14 მაისს გაავრცელეს.

ეს რუსეთის მთავრობაში კორუფციის დიდ მასშტაბზე მიანიშნებს და ბოლო წლების ყველაზე დიდი სკანდალია. ინფორმაციის გავრცელებას სულ ორი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაყენება.

აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით, სულ ცოტა, ხუთი ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრის მოადგილე თემურ ივანოვი, რომელიც იგივე ბრალდებით 23 აპრილს აიყვანეს. გამომძიებელთა განცხადებით, კუზნეცოვმა ქრთამი "კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებისგან აიღო, გარკვეული ქმედების სანაცვლოდ, რომელიც მათ სარგებელს მოუტანდა".

შოიგუ პუტინმა თანამდებობიდან კვირას, 12 მაისს გაათავისუფლა. ის პოსტზე ანდრეი ბელუსოვმა შეცვალა, რომელიც მანამდე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG