ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვში პუტინს ესაუბრა


სომხეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა და დაშორებულ მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიული ეკონომიკური სამიტის შემდეგ მიიღო. მოსკოვის მიერ დომინირებულ ეკონომიკურ ალიანსის სამიტს ორივე მათგანი დაესწრო. მოლაპარაკებები პუტინის მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების აღსანიშნი ბრჭყვიალა ინაუგურაციის მეორე დღეს შედგა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მოკლე კომენტარების დროს პუტინმა თქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა იზრდებოდა მაგრამ „რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების“ არსებობა აღიარა.

ფაშინიანმა, რომელიც მოსკოვში ბოლო ვიზიტით დეკემბერში იმყოფებოდა, თქვა რომ „მას შემდეგ გარკვეული საკითხები დახვავდა“.

სომხეთის კავშირი თავის დიდი ხნის სპონსორ და მოკავშირე რუსეთთან სულ უფრო მეტად იძაბებოდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონის დასაბრუნებლად, სექტემბერში ელვისებური სამხედრო კამპანია ჩაატარა და იქ ეთნიკური სომეხი სეპარატისტების სამ ათეულ წლიანი მმართველობა დაასრულა.

სომხეთის ხელისუფლებამ მთიან ყარაბაღში განლაგებულ რუს მშვიდობისმყოფელებს, 2020 წელს მომხდარი წინა დაპირისპირების დროს, აზერბაიჯანის შეტევის არ შეჩერებაში დასდო ბრალი. მოსკოვმა, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, ბრალდებები უარყო და ირწმუნება, რომ მის ჯარებს ჩარევის მანდატი არ ჰქონდა.

თავის მხრივ, კრემლი განარისხა ფაშინიანის მცდელობებმა დასავლეთთან კავშირები გააღრმაოს და მოსკოვის მიერ დომინირებულ უსაფრთხოების და ეკონომიკურ ალიანსებს ჩამოშორდეს.

ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა შეაჩერებს რუსეთის მიერ დომინირებულ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში საწევრო გადასახადის შეტანას. ადრე სომხეთმა დროებით შეაჩერა ამ ჯგუფებში მონაწილეობა, როდესაც ფაშინიანი ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებას ცდილობდა.

რუსეთი ასევე გააღიზიანა სომხეთის გადაწყვეტილებამ შეუერთდეს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, რომელმაც გასულ წელს პუტინს, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულებში წაუყენა.

კრემლის პრესმდივანმა სამშაბათს აღიარა და თქვა: „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის გარკვეული პრობლემები“ და იქვე დაამატა: „დიალოგის გასაგრძელებლად პოლიტიკური ნება არსებობს“.

XS
SM
MD
LG