ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესში საავიაციო უსაფრთხოებაზე ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები ამბობენ, რომ ავიაციის სფეროში საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სპეციალისტთა რაოდენობის გასაზრდელად, ასაფრენ-დასაშვებ ბილიკებზე შეჯახების შესაძლებლობების შესამცირებლად და სხვა საჭიროებებისთვის, ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, თვითმფრინავების პილოტთა საპენსიო ასაკი 65-იდან 67-მდე არ გაიზრდება.

გასული წლის ივლისში წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისთვის" ავტორიზაციის იმ აქტს, რომლის თაანახმადაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, საპენსიო ასაკიც უნდა გაზრდილიყო. თუმცა, სენატმა თებერვალში ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. საერთაშორისო კანონმდებლობით და ბევრი ქვეყნის პრაქტიკით, თვითმფრინავების პილოტების ასაკი 65 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

კონგრესმა ავიაციის ადმინისტრაციას დროებით გაუგრძელა ავტორიზაცია, პარალელურად კი მისთვის 5-წლიან პაკეტზე მუშაობს. შეთანხმებული ბიუჯეტის მოცულობა 105 მილიონი უნდა იყოს. ორპარტიულ შეთანხმებას კენჭს სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს უყრიან.

ეს კანონპროექტი უკრძალავს ავიახაზებს ოჯახის წევრებისთვის ერთად დასასხდომად დამატებითი საფასურის გადახდას, მოითხოვს ვაუჩერებისა და საკრედიტო სისტემის მოქმედების სულ მხირე 5 წლამდე გახანგრძლივებას. თუმცა, არ არის გათვალისწინებული ბევრი უფრო მკაცრი ზომა მომხმარებელთა მიმართ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობოდა.

XS
SM
MD
LG