15 აპრილს, აზერბაიჯანმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, სომხეთის მიერ აღძრული საქმე, რომელიც მას ეთნიკურ წმენდასა და გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, არ განიხილოს.
ბაქომ სექტემბერში დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რეგიონი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ეთნიკური სომხები აკონტროლბდნენ. ამის შემდეგ, ეთნიკური სომხების უმეტესობა სომხეთში გაიქცა.
სომხეთმა დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი, ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) შეიტანა. მანამდე, ორი წლით ადრე, ერევანმა ბაქო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
საქმეში, ერევანი ბაქოს, სომხების წინააღმდეგ რასიზმში, სომხების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში და სომხური კულტურული ძეგლების განადგურებაში ადანაშაულებს, რასაც ბაქო უარყოფს.
მოგვიანებით, ამავე სასამაღთლოში, აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და იგი აზერბაიჯანელების დისკრიმინაციასა და ეთნიკურ წმენდაში და იმავე ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.
ორშაბათს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა სასამართლოს განუცხადა, რომ სომხეთის საჩივრების უმეტესობა მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტებთანაა დაკავშირებული და არ ექცევა ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების ფარგლებში. მან სომხეთი ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ საქმის სასამართლომდე მიტანამდე, მოლაპარაკებებში გულწრფელად არ იყო ჩართული.
„სომხეთის საჩივარი არასწორად იყენებს (ხელშეკრულებას) და ცდილობს თავი დააღწიოს ვალდებულებას, დავის მოგვარებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გზით შეეცადოს, სანამ სასამართლოს იურისდიქციას გამოიყენებს“, - თქვა მამედოვმა.
სომხეთი აზერბაიჯანის განცხადებას 16 აპრილს უპასუხებს. ორივე სახელმწიფომ შეიტანა საჩივრები მეორის წინააღდეგ, რომელიც უახლოეს ორ კვირაში განიხილება.
გასული წლის ნოემბერში, სასამართლომ გამოსცა გადაუდებელი ზომები სომხეთის საქმეზე და აზერბაიჯან დაავალდებულა, ეთნიკური სომხებისთვის ყარაბაღში დარჩენის საშუალება მიეცა.
სომხეთი აზერბაიჯანს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოებას, განურჩევლად ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და რომ არ აიძულებს ეთნიკურ სომხებს, დაეტოვონ ყარაბაღი.
მიმდინარე მოსმენები მოიცავს მხოლოდ ICJ-ის იურისდიქციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებს. ორივე შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას შეიძლება წლები დასჭირდეს და ICJ-ს არ აქვს ძალა, აღასრულოს თავისი განაჩენები.
Facebook Forum