ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დრონით თავდასხმამ ხარკივში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


რუსეთი უკრაინაზე საჰაერო შეტევას აგრძელებს. ამჯერად თავდასხმა ხარკივზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 4 სამოქალაქო პირი, ხოლო 350,000-ზე მეტი მოსახლე უშუქოდ დარჩა.

ხარკივი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც რუსეთის საზღვარს 30 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქი დაბომბვების ხშირი სამიზნეა.

გუბერნატორმა ოლეჰ სენიჰუბოვმა თქვა, რომ თავდასხმისას, სამი მაშველი მოკლეს. გუბერნატორისვე თქმით, დაშავდა 12 ადამიანი, მათგან სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას "საზიზღარი და ცინიკური" უწოდა და მოუწოდა უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას მეტი შეიარაღება მიაწოდონ.

ხარკივის გუბერნატორის თქმით, რუსეთმა მინიმუმ 15 დრონი გამოიყენა ხარკივზე საჰაერო თავდასხმისთვის. თუმცა, ხარკივი არ ყოფილა ერთადერთი სამიზნე. უკრაინის ოფიციალური წყაროების თქმით, რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან, უკრაინულმა ძალებმა 11-ის ჩამოგდება მოახერხეს.

XS
SM
MD
LG