ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება უვადოდ გაახანგრძლივა


ფინეთ-რუსეთის საზღვარი ჩაკეტილი განუსაზღვრელი ვადით დარჩება, გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობამ მიიღო და გააფართოვა იმ სასაზღვრო პუნქტების სიაც, სადაც შეზღუდვები გავრცელდება.

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადწყვეტილება ფინეთის ხელისუფლებამ გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მიიღო და მიზეზად უკანონო მიგრაციის ტალღის შეჩერება დაასახელა. ფინეთის მთავრობის მტკიცებით, რუსეთიდან ფინეთში გაზრდილი იყო სირიელი და სომალელი მიგრანტების რაოდენობა. დღეს ფინეთი ამბობს, რომ რისკები არ შემცირებულა.

“ფინეთის ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომ ვითარება შეიცვალა. ჩვენ აღვიქვამთ რომ ეს გრძელვადიანი [პრობლემაა]”, ამბობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მარი რანტანენი.

ფინეთის ბრალდებებს მოსკოვში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან წარმოდგენილ მოსაზრებებსა და მონაცემებს.

XS
SM
MD
LG