ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიმორის ხიდის ჩანგრევამ ავტომანქანები წყალში გადაისროლა


სამშაბათს, მზის ამოსვლამდე, 289 მეტრიანი კონტეინერმზიდი გემი პორტ ბალტიმორის ოთხზოლიან ხიდს შეეჯახა და მისი ჩამოქცევა გამოიწვია. ავტომანქანები და ადამიანები ხიდიდან მდინარეში ჩაცვივდნენ.

მაშველებმა ორი გადარჩენილი ამოიყვანეს. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გრძელდება სხვა გადარჩენილების ძებნა მდინარე პატაპსკოში მას შემდეგ, რაც 2.57 კილომეტრი სიგრძის "ფრენსის სკოტის" ხიდის უზარმაზარი მალები წყალში ჩაინგრა.

Maryland-Bridge-Collapse
Maryland-Bridge-Collapse

ბალტიმორის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ წყალში სულ ცოტა შვიდი ადამიანი ჩავარდა, თუმცა შეჯახებიდან საათების გასვლის შემდეგაც ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება. ავარიამ შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტის დაკეტვა გამოიწვია.

ხიდს სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი შეეჯახა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ჩამონგრევის შესახებ ცნობა 1:25 გაავრცელა და ადგილზე სამძებრო-სამაშველო ბრიგადები გაგზავნა.

ავარიის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აცნობეს და თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი განზრახვის ნიშნები არ იკვეთებოდა.

ტელეარხი „ეი ბი სი“ შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციას ციტირებს და ამბობს, რომ პორტიდან გასვლისას გემმა „მამოძრავებელი ძალა დაკარგა“ და ბორტზე მყოფმა ეკიპაჟმა მერილენდის შტატის ოფიციალურ პირებს შეატყობინა, რომ ხომალდზე კონტროლი დაკარგა.

Maryland Bridge Collapse
Maryland Bridge Collapse

მერილენდის შტატის ტრანსპორტის მდივანმა პოლ ვიდეფელდმა თქვა, რომ ჩანგრევის მომენტისთვის ხიდზე სამუშაო ბრიგადები იმყოფებოდნენ და სონარმა წყალქვეშ, 15 მეტრის სიღრმეზე ავტომობილები აღმოაჩინა.

მერილენდის სატრანსპორტო უწყებამ თქვა, რომ პორტ ბალტიმორში მოძრაობა შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩერეს. ბალტიმორი ავტომანქანების ტრანსპორტირებისთვის შეერთებული შტატების ყველაზე დატვირთული პორტია. პორტის მონაცემების თანახმად, 2022 წელს ამ ობიექტიდან 750,000 - ზე მეტი ავტომანქანის ტრანსპორტირება მოხდა.

XS
SM
MD
LG