ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში სარკინიგზო ხიდის ნგრევას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

26 დაღუპული და ორი დაშავებული - ინდოეთში მშენებარე სარკინიგზო ხიდი დაინგრა. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია მშენებარე კონსტრუქციის ნგრევა, მომხდარზე გამოძიება უკვე რამდენიმე მუხლით არის დაწყებული.

ადგილობრივი მედია ამბობს, რომ ნგრევის ადგილზე 40-მდე მუშა იმყოფებოდა, თუმცა ოფიციალური უწყებები ამ ცნობას არ ადასტურებენ. პოლიცია ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილას 28 მუშა იმყოფებოდა.

„მაშველებმა ამ დრომდე შეძლეს 13 ცხედრის [ნანგრევებიდან] ამოყვანა, მიმდინარეობს სამუშაოები სხვების საპოვნელად“,- ამბობს ჟურნალისტებთან პოლიციის წარმომადგენელი.

ინდოეთის მთავრობა ამბობს, რომ ყველა დაშავებული და დაზარალებული მთავრობისგან მაქსიმალურ დახმარებას მიიღებს და ამისთვის ყველა რესურსი იქნება მობილიზებული.

შემთხვევა ქალაქ საირანგში, მიზორამის ჩრდილო აღმოსავლეთ შტატში მოხდა. ამ სარკინიგზო ხაზის მიზანი იყო მიზორამი ქვეყნის სხვა ნაწილებთან სწრაფი გზით დაეკავშირებინა, რაც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდიდა. ეს სარკინიგზო მიმართულება ინდოეთში რკინიგზის მოდერნიზაციის გეგმის ნაწილია, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესი სისწრაფეზე იყო ორიენტირებული და არა - უსაფრთხოებაზე.

ინდოეთში ხშირია სარკინიგზო კატასტროფები. ივნისში ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარკინიგზო ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც 288 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი, გასულ წელს, გუჯარატის რეგიონში კოლონიური ეპოქის დაკიდებული ხიდი ჩამოინგრა, რა დროსაც 135 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG