ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მატარებელი სიჩქარის ლიმიტს ორჯერ აჭარბებდა


ამერიკის ფედერალური გამომძიებლების თქმით, მატარებელი, რომელიც ვაშინგტონის შტატში ლიანდაგიდან გადავარდა, სიჩქარის ლიმიტს სულ ცოტა, ორჯერ აჭარბებდა. იმ მონაკვეთში, სადაც ავარია მოხდა, ლიმიტი საათში 48 კილომეტრია, მატარებლის სიჩქარე კი საათში 129 კილომეტრი იყო.

ავარია სიეტლის სამხრეთით მდებარე ავტოტრასის მახლობლად მოხდა. მატარებელი მოსახვევში ხიდიდან გადავარდა, რამდენიმე ვაგონი დატვირთულ ტრასას დაეცა და 5 მანქანა დააზიანა. დაღუპულია, სულ ცოტა, 3 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG