ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის შტატში მატარებლის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა


ვაშინგტონის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ავარიის დროს რამდენიმე ვაგონი ხიდიდან გადავარდა და გადატვირთულ საგზაო მაგისტრალს დაეცა. ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერ უცნობია. ამ დრომდე, საავადმყოფოში გადაიყვანეს 79 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ ტაკომასა და ვაშინგტონის შტატის დედაქალ ოლიმპიას შორის მოხდა. მატარებელი სიეტლიდან პორტლენდში მიდიოდა.

პოლიციამ ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. ისინი ადგილობრივებს აფრთხილებენ ინციდენტის ადგილს თავი აარიდონ.

„საშინელებაა“, განუცხადა პირსის ქაუნთის შერიფის ოფისის პრესსპიკერმა, ედ ტროიერმა ჟურნალისტებს. „დაღუპულთა შორის არიან ისინი, ვინც მატარებელში იყო და არა მათ შორის ვინც მაგისტრალზე იმყოფებოდა“, - თქვა მან.

ორშაბათი პირველი დღე იყო, როდესაც კომპანია „ამტრაკმა“ სიეტლისა და პორტლანდის დამაკავშირებელ მარშრუტზე ოთხი ახალი მატარებელი ჩაუშვა.

XS
SM
MD
LG