ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი კვიპროსიდან ღაზისკენ გასასვლელად ემზადებოდა. საერთაშორისო დონორებმა გახსნეს საზღვაო დერეფანი, რათა მოამარაგონ ალყაშემორტყმული ტერიტორია, რომელიც ომის ხუთი თვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი შიმშილის წინაშე დგას.
დერეფნის გახსნამ, ცოტა ხნის წინ დახმარების პარაშუტებით ჩამოყრის დაწყებასთან ერთად აჩვენა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისით მზარდი შეშფოთება და ახალი საერთაშორისო მზადყოფნა, ისრაელის შეზღუდვებს გვერდი აუარონ.
ურსულია ფონ დერ ლეიენმა კვიპროსში, სადაც გემის მზადებას ამოწმებდა, პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გემი ესპანურ ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფს ეკუთვნის და მომავალ დღეებში დერეფნის გამოსაცდელად საპილოტე რეისს შეასრულებს.
პარასკევს ისრაელმა განაცხადა, რომ საზღვაო დერეფანს მიესალმება, მაგრამ გააფრთხილა რომ მას უსაფრთხოების შემოწმებებიც დასჭირდება.
გემი ღაზის სანაპიროს სიახლოვეს ბუქსირით მიიყვანს ბარჟას, რომელიც 200 ტონა ბრინჯით და ფქვილით იქნება დატვირთული. შემდეგ, ნავმისადგომთან მისაყვანად, პონტონის ნავებს გამოიყენებენ.
ხუთშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გეგმა, ღაზაში დროებითი ნავმისადგომი აშენდეს, რათა დახმარების მიწოდებას დაეხმაროს.