ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ სენატორ მენენდესს ახალი საბრალდებო დასკვნით, მართლმსაჯულების ხელის შეშლაში ედება ბრალი


ამერიკელ სენატორ ბობ მენენდესს და მის მეუღლეს ახალი ბრალი წაუყენეს მართლმსაჯულების ხელის შეშლაში, ახალი ბრალდება 18-პუნქტიანია და სამშაბათს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მენენდესსა და მის მეუღლეს უკვე აქვთ წაყენებული კორუფციის ბრალდება.

მენენდესმა თავი უდანაშაულოდ ცნო ბიზნესმენებისგან ასობით ათასი დოლარის მიღებაში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოძიებაში ხელის შეშლის მიზნით. ის თავს დამნაშავედ არ თვლის და უარყოფს, რომ უკანონოდ მოქმედებდა, როგორც ეგვიპტის მთავრობის აგენტი.

ახალ საბრალდებო დასკვნაში მანჰეტენის ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მენენდესის ყოფილმა ადვოკატებმა შარშან, კანონდამცველებს განუცხადეს, რომ მენენდესმა 2022 წლამდე არ იცოდა იპოთეკის, ან მანქანის გადასახადების შესახებ, რომელიც ორმა ბიზნესმენმა მისი მეუღლის სახელზე გაიღო. ადვოკატებისვე თქმით, როდესაც მან შეიტყო ამის შესახებ, ეს გადახდილი თანხა მას სესხი ეგონა.

"სინამდვილეში და ფაქტობრივად, მენენდესმა კარგად იცოდა როგორც იპოთეკური, ისე მანქანის გადასახადის შესახებ 2022 წლამდეც და ისიც იცოდა, რომ ეს არა სესხი, არამედ ქრთამი იყო",- ამბობენ პროკურორები.

ცოლ-ქმრის ადვოკატებმა სააგენტო "როიტერის" თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინათ მომხდართან დაკავშირებით, არ უპასუხეს.

გარდა ამ ორი ბრალდებისა, მენენდესს ბრალი ედება იმაში, რომ ის ნიუ-ჯერსელ ბიზნესმენს ყატარის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიისთვის ინვესტიციების მოძიებაში ეხმარებოდა.

მენენდესის წინააღმდეგ ბრალდება ოთხი მიმართულებით მუშაობს. მათ შორისაა ქრთამის აღება, თაღლითობა, გამოძალვა და უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედება.

XS
SM
MD
LG