ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი მენენდესი გადადგომას არ აპირებს


ამერიკელი დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი გადადგომის თაობაზე მოწოდებებს უგულებელყოფს. სენატორს და მის მეუღლეს პროკურორები სამი ნიუ-ჯერსელი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

ზოგიერთი არჩეული პოლიტიკოსი, მათ შორის ნიუ-ჯერსის დემოკრატი გუბერნატორი მას გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდებს. წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ "ემ-ეს-ენ-ბი-სისთან" საუბარში აღნიშნა, რომ ის ასევე ფიქრობს, რომ მენენდეესი უნდა გადადგეს.

მენენდესის გადაწყვეტილება, დარჩეს სენატში, შესაძლოა ართულებდეს პარტიის ძალისხმევას, შეინარჩუნოს თავისი მცირე ეუპირატესობა ზედა პალატაში. თუმცა ნიუ-ჯერსის შტატში რესპუბლიკელი სენატორი 1972 წლიდან არ აურჩევიათ.

მენენდესი დროებით გადადგა სენატოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტში თავმჯდომარის პოზიციიდან. სენატის წესები მოითხოვს, რომ ნებისმიერმა წევრმა, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, ნებისმიერი ხელმძღვანელი პოსტი დატოვოს, თუმცა ის შეიძლებაა ამ პოზიციას დაუბრუნდეს, როცა უდაანაშაულოდ იქნება ცნობილი.

"მე მტკიცედ მჯერა, როცა ყველა ფაქტი იქნება გამოვლენილი, არა მხოლოდ მე გამამართლებენ, არამედ კვლავ ნიუ-ჯერსის სენატორი ვიქნები", - განაცხადა 69 წლის მენენდესმა ამ თემაზე პირველი საჯარო კომენტარის გაკეთებისას.

ამერიკელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მენენდესმა ოქროს ზოდები და ასობით ათასი ნაღდი ფული მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ ეგვიპტის მთავრობის საკეთილდღეოდ თავისი გავლენა გამოეყენებინა და ბიზნესმენების შესახებ მიმდინარე გამოძიებაში ჩართულიყო.

XS
SM
MD
LG