შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიო სასამართლომ არ უნდა გასცეს ბრძანება პალესტინელების ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების უპირობო გაყვანაზე, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო სასამართლო ოკუპაციის კანონიერების შესახებ მსჯელობს.
იურისპრუდენციის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი სასამართლოა, 2022 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თხოვნით მიმართა, რომ სასამართლოს გამოეტანა არადამავალდებულებელი მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
გენერალურმა ასამბლეამ სასამართლოს არ მოსთხოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის შესახებაც გამოექვეყნებინა მოსაზრება. თუმცა მოსმენებში მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ ისრაელს ამისკენ მოუწოდა.
ისრაელმა, რომელიც ამ პროცესში არ მონაწილეობს, წერილობით კომენტარში განაცხადა, რომ სასამართლოს ჩართულობა შეიძლება საზიანო იყოს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოსაგვარებლად.