ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ტერორიზმს დააჯილდოებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, სოციალურ მედიაში პარასკევს დაწერა, რომ პასლესტინის სახელმწიფოს აღიარება, „უპრეცედენტო ტერორიზმს, უდიდეს ჯილდოს გადასცემდა.“

მის ამ კომენტარებს წინ უძღოდა, საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ და მისი არაბი მოკავშირეები გეგმავენ, მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გეგმა დააწინაურონ.

„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს საერთაშორისო დისკურსს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.

მან დაწერა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი შეთანხმება, „მიღწეული იქნება მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, წინაპირობების გარეშე“.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 28 576 პალესტინელი დაიღუპა და 68 291 დაიჭრა.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი, 7 ოქტომბერს მასზე განხორციელებული შოკისმომგვრელი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. აშშ-ისა და ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას, 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეების. ამასთან, „ჰამასმა“ 240 ადამიანი დაატყვევა და მძევლად ღაზის სექტორში წაიყვანა. მათგან 100 ნოემბერში, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG