უკრაინული ქალაქის, ავდიივკას აღების შემდეგ, რუსეთმა განადგურებული ქალაქის ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
ქალაქი, რომელშიც 32,000 ადამიანი ცხოვრობდა რუსეთის კონტროლის ქვეშ შაბათს მოექცა. ეს რუსული ჯარის ყველაზე დიდი გამარჯვებაა 2023 წლის მაისში, ბახმუტის აღების შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ თითქმის ყველა სახლი ავდიივკაში დაზიანებულია.
განადგურებულია ქალაქის ეკლესიის გუმბათი, გზები და საცხოვრებელი დასახლებები.
ვიდეოს უცნობი რუსი ჯარისკაცის მიმომხილვა გასდევს ფონად. ის მიუთითებს კანადის მიერ, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მოწოდებული გამომცხვარი ლობიოსა და წიწაკის ქილებზე, ნატოს ახალ 7,62 მილიმეტრიან M118 ვაზნებზე და 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნებზე.
ვიდეოში ასევე ჩანს ქალი, ვინმე ტატიანა, რომელიც აღწერს როგორია ნანგრევებად ქცეულ ქალაქში, სარდაფში ცხოვრება. "რა თქმა უნდა, საშიში იყო, ძალიან საშიში. ძალიან გვიხარია, რომ თქვენ მოხვედით",- ეუბნება ვიდეოში ტატიანა რუს ჯარისკაცს.
უკრაინამ ჯარისკაცების ავდიივკიდან გაყვანა იმით ახსნა, რომ არ სურდა მისი ძალები ალყაში მოქცეულიყვნენ, რამდენიმეთვიანი გაუთავებელი ბრძოლის შემდეგ. პუტინმა ქალაქის აღება მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა და რუსული ჯარი შეაქო.