სამშაბათს, ესტონეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურმა განახადა, რომ რუსეთი შემდეგ ათწლეულში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და შეიარაღებული ძალების საპასუხო ზრდით, ამის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.
დასავლელი ოფიციალური პირების მზარდი რიცხვი გამოთქვამს გაფრთხილებას რუსეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხის შესახებ, რომელიც ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებს ემუქრება და ევროპას მოუწოდებს გადაიარაღებისთვის მოემზადოს.
სადაზვერვო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ შეფასება ეფუძნება რუსულ გეგმებს გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომელიც ნატოს წევრ ფინეთის და ბალტიის ქვეყნების საზღვრების გასწვრივ ჰყავს განლაგებული.
„რუსეთმა ხანგრძლივი კონფრონტაციის გზა აირჩია... და კრემლი სავარაუდოდ მომავალ ათწლეულში ან მასთან ახლო პერიოდში ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს მოელის“, უთხრა კაპო როსინმა ჟურნალისტებს.
რუსეთის სამხედრო თავდასხმა ახლო მომავალში „უაღრესად ნაკლებად სავარაუდოა“, თქვა მან, ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინაში იბრძვის.
„თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, (რუსეთის სამხედრო თავდასხმის) ალბათობა ბევრად უფრო მაღალი იქნება“.
ესტონეთმა და ბალტიის სხვა ქვეყნებმა, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სამხედრო ხარჯები თავისი ეკონომიკის 2 პროცენტზე მეტზე გაზარდეს და ნატოელმა მოკავშირეებმა ამ ქვეყნებში თავისი სამხედრო ყოფნა გააფართოეს. როსინმა თქვა, რომ ნატო და მისი მოკავშირეები რუსული საფრთხის საპირწონედ, სწორი მიმართულებით მოძრაობენ.