ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელ მილიარდერს თაღლითობის საქმეზე ლონდონის სასამართლომ ამ ეტაპზე მხარი დაუჭირა


უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო, საფრანგეთში სასამართლოდან გამოდის, 16 მარტი, 2023 წელი
უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო, საფრანგეთში სასამართლოდან გამოდის, 16 მარტი, 2023 წელი

უკრაინელმა მილიარდერმა კოსტიანტინ ჟევაგომ ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის გასაუქმებლად გამარჯვება მოიპოვა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვა, ახლა უკვე გაკოტრებული „ფინანსებისა და კრედიტის“ ბანკისგან.

ჟევაგოს, რომელიც მეტალურგიაში გამოყენებული რკინის მადნის მარცვლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის „ფერექსპოს“ მფლობელია, იმ ბანკის აქციონრები უჩივიან, რომელშიც მას ბანკის გაკოტრებამდე 95%-იანი წილი ჰქონდა.

ჟევაგო უკრაინის პარლამენტის დეპუტატი 1998-2019 წლებში იყო. 50 წლის მილიარდერმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა.

მოსამართლე რიჩარდ ჯეიკობსმა მხარი დაუჭირა მის წერილობით პასუხს მომჩივრებთან. ეს ჟევაგოს გამარჯვებაა, რომელიც არაერთი სამართლებრივი დავის მონაწილეა უკრაინის სასამართლო სისტემაში. მისი საქმეების დიდი ნაწილი უკრაინის მთავრობის მიერ ანტიკურუფციულ საქმიანობას უკავშირდება.

ჟევაგო 2022 წელს საფრანგეთის სათხილამურო კურორტზე უკრაინის მოთხოვნით დააკავეს. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას შემდეგ ის წარმატებით უწევს წინააღმდეგობას უკრაინის მიერ მისი ექსტრადიციის მოთხოვნას.

ჟევაგოს წინააღმდეგ უკრაინელმა პროკურორებმა სხვა ზომებთან ერთად, უკრაინაში „ფერექსპოს“ სამ შვილობილ კომპანიას აქტივები გაუყინეს.

XS
SM
MD
LG