ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ღაზაში ომის შემდეგი ფაზის საკითხზე ისრაელთან "ინტენსიურ" მოლაპარაკებებს აწარმოებს


თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა პარასკევს თქვა, რომ ვაშინგტონი ისრაელზე ზეწოლას ახდენს, რათა ღაზაში ომის ყურადღების ცენტრი, ფართომასშტაბიანი დაბომბვებიდან და სახმელეთო ოპერაციიდან, „ჰამასის“ ლიდერების სამიზნედ ამოღებაზე გადაირთოს, თუმცა არ დაუზუსტებია ეს ცვლილება როდის შეიძლება მოხდეს.

ისრაელი ამ დრომდე წინააღმდეგობას უწევდა გლობალურ წნეხს, შეეზღუდა შეტევა რომელიც დაიწყო 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის და დაახლოებით 1200 ადამიანის მოკვლის შემდეგ. ისრაელის საპასუხო შეტევამ უკვე თითქმის 19,000 პალესტინელი არაბი იმსხვერპლა.

ისრაელში ვიზიტის დროს ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა: „ამ ომის სხვა ფაზაში გადასვლა მოხდება, ისეთ [ფაზაში] რომელიც ფოკუსირებულია ხელმძღვანელების უფრო ზუსტ სამიზნედ ამოღებაში და დაზვერვაზე დაფუძნებულ ოპერაციებზე“.

ისრაელის მთავარ სამიზნეებს შორის არიან მოჰამედ დეიფი, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი და 7 ოქტომბრის თავდასხმის დამგეგმავი, სამეთაურო რგოლის მეორე პირი მარვან ისსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი.

სალივანმა თქვა, რომ ასეთი ცვლილების შესახებ, ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს, ომის კაბინეტს და სამხედრო მეთაურებს ესაუბრა.

შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გალანტმა სალივანს უთხრა, რომ ომი შესაძლოა „კიდევ რამდენიმე თვეს“ გაგრძელდეს.

ამ კვირაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობაში მზარდი მსხვერპლის გამო, საერთაშორისო საზოგადოებრივი შეხედულება ისრაელის საწინააღმდეგოდ იხრებოდა.

XS
SM
MD
LG