უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის ნაცვლად, ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს. 1 დეკემბერსს გაკეთებული ეს განცხადება ერთგვარი კომპრომისის ნიშანია მათთვის, ვინც მოახლოებულ სამიტზე ორბანისგან უკრაინის შემდეგ ეტაპზე გადასვლის დაბლოკვას ელოდება.
ბლოკის 27 სახელმწიფოს ლიდერები დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა შეიკრიბონ და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გაწევრიანების თაობაზე კიევთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა უნდა განიხილონ. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინ საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს.
მსგავს გადაწყვვეტილებას ბლოკის 27-ივე წევრის თანხმობა სჭირდება. ამ ნაბიჯის მთავარი მოწინააღმდეგე კი უნგრეთია. პრემიერ-მინისტრი ორბანი გამუდმებით ამბობს, რომ მისი ქვეყანა კომისიის შემოთავაზებას ახლანდელი ფორმით მხარს არ დაუჭერს.
ორბანმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლამდე, რამდენიმე საკითხი უნდა გაირკვეს. მისი თქმით, შეუძლებელია იმის შეფასება, რა გალენა და შედეგები ექნება უკრაინის წევრობას ბლოკისთვის. "თუ არ ვიცით რა შედეგს მოიტანს ეს, მაშინ მოლაპარაკებები არ უნდა დავიწყოთ, მე წარმოვადგენ შეხედულლებას, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს", - ამბობს უნგრეთის პრემიერი სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.
"ეს შეთანხმება შეიძლება 5-10 წელს გაგრძელდეს, ეს მათ ახლოს მოიყვანს, ახლა ჩვენ შორის ნაპრალი ძალიან დიდია. მოდით, ჩვენს თავს მივცეთ დრო, რომ ერთად ვიმუშაოთ, როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა. შემდეგ კი დავაყენოთ წევრობის საკითხი", - ამბობს უნგრეთის პრემიერი.
ორბანმა ეს განცხადებები მას მერე გააკეთა, რაც ხუთშაბათს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შესაძლებელი იყო მალე უნგრეთს ის მილიარდობით ევრო მიეღო ევროკავშირის ფონდებიდან, რასაც ბრიუსელი ბუდაპეშტს დემოკრატიული გამოწვევების გამო უბლოკავდა.