ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ბრიტანეთი "ჰამასს" დამატებით სანქციებს უწესებენ


შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ სამშაბათს სანქციების მესამე რაუნდი დაუწესეს. სანქციების მიზანი დაჯგუფებისთვის ირანის დაფინანსების შეზღუდვაა მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა მოკავშირე „პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა“ ოქტომბერში თავდასხმა განახორციელა.

შეერთებული შტაების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ ორი ქვეყანა ცდილობს „შეზღუდოს "ჰამასის" შესაძლებლობა, "მოაგროვოს და გამოიყენოს თანხები სისასტიკის განსახორციელებლად“.

„ჰამასის“ ქმედებებმა დიდი ტანჯვა გამოიწვია და აჩვენა, რომ ტერორიზმი იზოლირებულად არ ხდება“, - თქვა ილენმა. „პარტნიორებთან ერთად ჩვენ გადამწყვეტად მივდივართ „ჰამასის“ ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოსაშლელად, გარედან დაფინანსების აღსაკვეთად და დაფინანსების იმ ახალი არხების დასაბლოკად, რომლითაც ისინი ცდილობენ დააფინანსონ საკუთარი საზარელი ქმედებები".

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სანქციები მიზნად ისახავს საერთაშორისო ფინანსური სისტემის დაცვას, “რათა „ჰამასმა “ და მისმა ხელშემწყობებმა ამის ბოროტად გამოყენება ვერ შეძლონ“.

ისრაელი აცხადებს, რომ ამერიკის მიერ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებული „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელში გასულ თვეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 1200 ადამიანი მოკლეს და დაახლოებით, 240 მძევალი აიყვანეს. მათგან მხოლოდ ოთხია გათავისუფლებული. ისრაელმა თავდასხმას ღაზაზე საჰაერო იეიშებითა და სახმელეთო ოპერაციით უპასუხა, რასაც ღაზაში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, 11 000-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის ათასობით ქალი და ბავშვი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG