ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზის სექტორში, ლტოვილთა ბანაკის დაბომბვას ადასტურებს


ღაზის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ლტოლვილთა ბანაკში 50 პალესტინელი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა განახორციელეს თავდასხმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ღაზაში. თუმცა, მისი თქმით, იერიშის მიზანი, “ჰამასის” უფროსი მეთაურის მოკვლა და ჰამასის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ნგრევა იყო.

გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღაზის სექტორში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით კატასტროფული ვითარებაა. საავადმყოფოები ცდილობდნენ გაუმკლავდნენ დაზარალებურებს. ამის ფონზე კი ღაზაში საკვები, მედიკამენტები, სასმელი წყალი და საწვავი მცირდება.

ისრაელის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ღაზის ინდონეზიური საავადმყოფოს დირექტორმა "ალ-ჯაზირას" განუცხადა, რომ ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 50-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 150 დაიჭრა. ისრაელს მომხადრზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. “ამერიკის ხმას” ვერ ახერხებს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას.

ისრაელი ამბობს, რომ ისინი განაგრძობენ "ჰამასის" შეირაღებულ მებრძოლებთან ბრძოლას, რომლებიც ღაზის სექტორში, მიქისვეშა გვირაბებში არიან განლაგებული.

ღაზის მიწისქვეშა გვირაბები ისრაელის მთავარი სამიზნეა. სამკვირიანი აქტიური საჰაერო დაბომბვის შემდეგ, ქვეყანა ოთხი დღის წინ დაწყებულ სახმელეთო შეტევას აფართოებს.

დაახლოებით 240 ისრაელელი მძევალი, რომელიც "ჰამასმა" 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცა, სავარაუდოდ, სწორედ მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ, რაც ისრაელის სამხედრო ოპერაციას ართულებს.

„ბოლო დღის განმავლობაში, გაერთიანებულმა IDF-მა [ისრაელის თავდაცვის ძალებმა] დაარტყა დაახლოებით 300 სამიზნეს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და რაკეტების გამშვებ პუნქტებს შახტების ქვემოთ, ასევე სამხედრო შენაერთებს მიწისქვეშა გვირაბებში, რომლებიც "ჰამასის" ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნის“, - ნათქვამია ისრაელის სამხედრო სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის მხარის თქმით, “ჰამასის” მებრძოლებმა მათ შეტევას უპასუხეს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და ტყვიამფრქვევის ცეცხლით. თელავივში ამბობენ, რამდენიმე მებრძოლი მოკლეს, თუმცა რაოდენობა და დამატებითი დეტალები ოფიცილურად არ დაუზუსტებიათ.

XS
SM
MD
LG