ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია და მოლაპარაკების დროა


ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთსი და უკრაინა, ომის ფრონტზე ჩიხში არიან და ამიტომ ორივე მხარე უნდა დაჯდეს და კონფლიქტის დასასრულებლად მოილაპარაკოს.

"ორივე მხარეს საკმარისი პრობლემებია და ზოგადად სიტუაცია ახლა სერიოზულ ჩიხშია: არავის შეუძლია არაფრის გაკეთება, რომ არსებითად გააძლიეროს ან დააწინაუროს თავისი პოზიცია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ, რომელმაც თავისი ქვეყნის ტერიტორია 2022 წელს პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად დაუთმო თქვა, რომ რუსეთის მიმართ უკრაინის მოთხოვნები, მისი ტერიტორიის დატოვების შესახებ, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, „რათა არავინ მოკვდეს“.

„ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კითხვა-პასუხის ვიდეოში.

"როგორც ერთხელ ვთქვი: არანაირი წინაპირობა არ არის საჭირო. მთავარია "გაჩერების" ბრძანება იყოს გაცემული".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 60-ზე მეტი მრჩეველის შეკრებაზე გაიმეორა, რომ მისი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოწოდებას, ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

XS
SM
MD
LG