48 წლის ლევან ლობჟანიძე რიგით 55 ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. 27 ოქტობერს, ქართველთა და უკრაინელთა შერეული რვა კაციანი ჯგუფი, დონეცკის ოლქში, სოფელ კლიშჩიივკას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბახმუტს შორის, არსებულ ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ პოზიციას წმენდდა.
„ბოლოს ხუთშაბათს ვისაუბრეთ, შვილიშვილი ნიკუშა მოიკითხა
უკრაინის არმიის მებრძოლთა ჯგუფმა დიდი დანაკარგი მიაყენა მტერს, თუმცა საპასუხოდ, რუსებმა მათი პოზიცია დრონებით დაბომბეს. ლევან ლობჟანიძე კიდევ ორ უკრაინელ მეომართან ერთად ადგილზე დაიღუპა. ცხედრები ბრძოლის ველიდან გამოსვენებული ამ დრომდე არ არის.
„ბოლოს ხუთშაბათს ვისაუბრეთ, შვილიშვილი ნიკუშა მოიკითხა, რომ ვუთხარი გაციებულია, ეს წამალი დაალევინეო მითხრა. რაც წავიდა ყოველ დილით მწერდა, მე და ჩემს ძმას გვკითხულობდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ლევან ლობჟანიძის შვილმა თაკო ლობჟანიძემ.
„აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, ძალიან ახალგაზრდამ იბრძოლა მოხალისედ აფხაზეთში. ბოლო 10 წელი თურქეთში ცხოვრობდა, თავის საქმეებს აკეთებდა. უკრაინაში რუსები რომ შეიჭრნენ თავიდანვე უნდოდა წასვლა. ძალიან ვთხოვდი რომ არ წასულიყო. სულ მეუბნებოდა, შენ გოგო ხარ და არ გესმისო, ახლა მანდ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო. ვერ გავძლებ, ვერ ხვდებიო, ჩემი თანამებრძოლებიც იქ არიანო.
„აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, ძალიან ახალგაზრდამ იბრძოლა მოხალისედ აფხაზეთში. უკრაინაში რუსები რო შეიჭრნენ თავიდანვე უნდოდა წასვლა. ვთხოვდი რომ არ წასულიყო. სულ მეუბნებოდა, შენ გოგო ხარ და არ გესმისო, ახლა მანდ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო.თაკო ლობჟანიძე, ლევან ლობჟანიძის შვილი
2022 წლის ზამთარში წავიდა. ვერ გადავაფიქრებინეთ. პროფესიონალი სამხედრო არ იყო, მაგრამ სამხედრო ცხოვრება, იარაღი უყვარდა, ახალგაზრდობიდან ეს მუხტი ჰქონდა. 3 ნოემბერს, 49 წლის გახდებოდა“ - გვითხრა თაკო ლობჟანიძემ.
ლევან ლობჟანიძე უკრაინაში მოხალისედ ჩასვლის შემდეგ, თავიდან, „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა. ბოლო რამდენიმე თვეა, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის „კარპატსკი სიჩის“ ნაწილია.
რუსი ოკუპანტების მიერ მთლიანად დანგრეული უკრაინული სოფელი კლიშჩიივკა აღმოსავლეთის ფრონტზე, ოკუპირებული ბახმუტის დასაბრუნებელი უმნიშვნელოვანესი პლაცდარმია. სექტემბრიდან მოყოლებული, როცა უკრაინის არმიამ კლიშჩიივკას უმეტეს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, აქ ყოველდღიურად, გააფთრებული ბრძოლები მიდის.
27 ოქტობრის ბრძოლაში, სადაც ლევან ლობჟანიძე დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა, მისი თანამებრძოლი, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ მებრძოლი დავით „თუში“ აბულიძე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩვენი მიზანი იყო 50 მეტრის გაწმენდა და წინ წაწევა. სადღაც 20 წუთი ძალიან მასიური ბრძოლა წავიდა. კონტაქტური ბრძოლის დროს ჩვენ დაღუპულები არ გვყავდა. იმათი ნახევარი ჯგუფი განადგურებული იყო, როგორც ჩვენი დრონის ოპერატორმა გადმოგვცა 36 დაღუპული ჰყავთო. ეტყობა ეს რომ ნახეს, გამწარებულებმა შემოგვაყარეს და შემოგვაყარეს დრონები და დაიწყო კოშმარი.
ლევანი ძალიან ახლოს იყო ჩემთან როცა დრონიდან ჩამოგვიგდეს ბომბი, 2 წუთიც ვერ იცოცხლადავით აბულიძე
ლევანი ძალიან ახლოს იყო ჩემთან, როცა დრონიდან ჩამოგვიგდეს ბომბი, ძალიან ძლიერი აფეთქება აქვს, ლევანმა 2 წუთიც ვერ იცოცხლა, ადგილზევე დაიღუპა. მე ორივე ფეხში დაჭრილმა ვიფიქრე მივაქცევ ყურადღებას მეთქი, მარა ვერ ვუშველე ვერაფერი“ - ასე გაიხსენა საბედისწერო ბრძოლის დღე დავით აბულიძემ.
სოფელ კლიშჩიივკასთან, ქართველი და უკრაინელი მებრძოლების ცხედრები ე.წ. „ნაცრისფერ ზონაშია“ გადამალული, მათ გამოსასვენებლად, სპეციალური საბრძოლო ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, რომლის ჩატარებაც, რთული ოპერატიული მდგომარეობის გამო, ჯერ ვერ ხერხდება.
ლევან ლობჟანიძე რიგით 55 ქართველია, რომელიც უკრაინის მიწაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლაში დაეცა. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 55 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.