ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" გათავისუფლებული მძევალი: "ჯოჯოხეთი გამოვიარე"


იოშევედ ლიფშიცი - "ჰამასის" მიერ გათავისუფლებული 85 წლის ისრაელელი მძევალი
იოშევედ ლიფშიცი - "ჰამასის" მიერ გათავისუფლებული 85 წლის ისრაელელი მძევალი

ხანდაზმულმა ისრაელელმა მძევალმა, რომელიც დაჯგუფება "ჰამასმა" 23 ოქტომბერს, ღამით გაათავისუფლა, თქვა, რომ ის გატაცებისას მებრძოლებმა სცემეს. მაგრამ, პალესტინელთა ანკლავში ორკვირიანი ტყვეობის დროს, მას კარგად ექცეოდნენ. მისი ქმარი კვლავ ტყვეობაში რჩება.

85 წლის იოშევედ ლიფშიცი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფების თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში მოტოციკლით გადაიყვანეს. ის ერთ-ერთია ორშაბათს ღამით გათავისუფლებული ორი ქალიდან.

"ჰამასის" ტყვეობაში დაახლოებით 220 მძევალი რჩება, რომელთა შორის ამ ორი ქალის ქმრებიც არიან. "ჯოჯოხეთი გამოვიარე", უთხრა ჩურჩულით მოსაუბრე ლიფშიცმა ჟურნალისტებს. მას მედია თელ-ავივის საავადმყოფოდან ეტლით გაყვანისასის შეხვდა.

"ისინი ჩვენს სახლებში შემოიჭრნენ. ხალხს სცემდნენ, იტაცებდნენ განურჩევლად ყველას, მოხუცებს თუ ახალგაზრდებს" - ყვება "ჰამასის" გათავისუფლებული მძევალი.

XS
SM
MD
LG