ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელებს სურთ ღაზის სექტორში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს დაეხმარონ


სააგენტო "როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი კვლევის თანახმად, ამერიკელთა ორპარტიულ უმრავლესობას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ღაზაში მაშინ, როცა ისრაელი "ჰამასის" მებრძოლების წინააღმდეგ იბრძვის.

თუმცა, ამავე გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მიმართ ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა, მიმდინარე კონფლქტისას უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ორდღიანი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 78% - მათ შორის, დემოკრატების 94% და რესპუბლიკელების 71% - ეთანხმება განცხადებას, რომ "ამერიკელი დიპლომატები აქტიურად უნდა მუშაობდნენ გეგმაზე, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზის სექტორიდან გასვლის საშუალებას მისცემს". გამოკითხულთა 22% არ ეთანხმება ამ განცხადებას.

"ჰამასის" მებრძოლებმა, 7 ოქტომბერს, მოულოდნელი თავდასხმისას, ღაზის სექტორის გალავანი გადალახეს და ისრაელში გადავიდნენ. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 300 ადამიანი. გატაცებული და მძევლად აყვანილია, დაახლოებთ, 200 ადამიანი, მათ შორის ამერიკელებიც. ისრაელის საპასუხო, ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზაში მინიმუმ 2 670 მოქალაქე დაიღუპა. არსებულმა კონფლიქტმა, ასევე გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისის უკიდურესი გამწვავება ღაზაში.

კონფლიქტში ისრაელის პოზიციის მხარდაჭერა, ამერიკელთა შორის, ახალ გამოკითხვაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2014 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში. 2014 წელს, ისრაელის სახმელეთო ჯარებისა და "ჰამასის" დაპირისპირებისას, ამერიკელი მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილი უჭერდა მხარს ისრაელს.

გამოკითხულთა 41 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ეთანხმებიან განცხადებას, რომ „ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელს“ "ჰამასთან" კონფლიქტში. ხოლო გამოკთხულთა 2%-მა განაცხადა, რომ „ამერიკამ პალესტინელებს უნდა დაუჭიროს მხარი“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG