ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით სომეხი ყარაბაღს ტოვებს


ათასობით ეთნიკურად სომეხმა, ორშაბათს მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სიტუაცია ახლა სომხეთისკენ მიმავალ გზაზე, საკმაოდ რთულია. მოსახლეობას უწევს საწვავის რიგებში დგომა სომხეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ფაქტობრივად ჩაკეტილია.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ელვისებური სამხედრო ოპერაციის შედეგად, ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა, სომეხმა მოსახლეობამ გადაწყვიტა ყარაბაღი დაეტოვებინათ.

120,000 სომეხის გაერთიანების ხელმძღვანელობამ, რომლებიც ყარაბაღს სამშობლოს უწოდებენ, სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და რომ ისინი სომხეთში გაემგზავრებიან, ვინაიდან დევნისა და ეთნიკური წმენდის ეშინიათ.

ყარაბაღის დედაქალაქში, რომელსაც სომხეთი სტეფანაკერტს და აზერბაიჯანი ხანკენდის უწოდებს, მოსახლეობა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ცდილობს ქალაქის დატოვებას.

სომხეთში ჩასულმა ლტოლვილებმა "როიტერს" განუცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ მათი სეპარატისტული სახელმწიფოს ისტორია დასრულებულია.

"არავინ დაბრუნდება უკან", - უთხრა ყარაბაღის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ანა აგოფიანმა ჟურნალისტებს. „ყარაბაღის თემა ახლა სამუდამოდ დასრულდა".

სომხეთის მთავრობამ, რომელიც ემზადება ათასობით ლტოლვილის მიღებისთვის, განაცხადა, რომ ორშაბათს დილის 5 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან 2,900-ზე მეტი ადამიანი გადავიდა სომხეთში.

ეთნიკურად სომეხთა ადგლობრივმა ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ყარაბაღში დარჩება იქამდე, ვიდრე ყველა მსურველი, ვისაც ტერიტორიის დატოვება სურს, უსაფრთხოდ არ გადავა სომხეთში. შემდეგ კი ისინიც დატოვებენ ტერიტორიას.

ყარაბაღში, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, იქ მცხოვრებ სომხებს, ცეცხლის შეწყვეტა მოუხდათ. აზერბიჯანის ჯარმა ტერიტორიაზე კონტროლი 24 საათში დაიბრუნა.

არსებულ სიტაუაციაზე სასაუბროდ და ახალი მილსადენის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს ავტონომიურ ნახიჭევანში უმასპინძლა.
XS
SM
MD
LG