ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი: აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო [აღჭურვილობის] მიწოდებას


ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ვაშინგტონი კიევს საჭირო ამუნიციასა და აღჭურვილობას მიაწვდის.

ლოიდ ოსტინი განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინა ამერიკულ "აბრამსის" ტიპის ტანკებს მიიღებს, რომელიც უკრაინას მიმდინარე კონტრიერიშში დაეხმარება.

„ეს კიდევ ერთი ძლიერი ჯავშანტექნიკა დაემატება [გერმანული წარმოების ლეოპარდის ტანკებს] რომლებიც უკვე ბრძოლის ველზეა“,- ამბობს ოსტინი, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკული „ემ 1 აბრამსის“ ტიპის ტანკები ამ დროისთვის ევროპაშია განთავსებული, უახლოეს პერიოდში მათი უკრაინაში ტრანსპორტირება დაიწყება.

ახლა კიევი პარტნიორებისგან შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებს ითხოვს, ეს იქნება ამ კვირაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თეთრ სახლში, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლებს. ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 21 სექტემბერსაა დაგეგმილი.

სანამ უკრაინელები ამერიკული წარმოების ტანკებს მიიღებენ, ამერიკელმა და ევროპელმა სამხედროებმა კოლეგა სამხედროები გადაამზადეს და „აბრამსის“ ტიპის ტანკების მართვა და გამოყენება შეასწავლეს. ტრეინინგები ივნისში დაიწყო. „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ტრეინინგების ნაწილი ახლაც გრძელდება და გერმანიაში სწავლებას 200 უკრაინელი ჯარისკაცი გადის.

ვაშინგტონმა ჯერ კიდევ ზაფხულში თქვა, რომ უკრაინა აბრამსის ტიპის ტანკებს შემოდგომაზე მიიღებდა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ იყო დაკონკრეტებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG