ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“კოშმარი დასრულდა “- ირანიდან გათავისუფლებული ამერიკის ხუთი მოქალაქე სახლში დაბრუნდა


ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმების კვალდაკვალ, ამერიკის 5 მოქალაქე სახლში დაბრუნდა. სპეციალური რეისი დოჰა-ვირჯინია ცოტა ხნის წინ შესრულდა და პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელები, ოფიციალური პირების თანხლებით სახლში დაბრუნდნენ. ვირჯინიის სახმედრო ბაზაზე გათავისუფლებულებს ოჯახის წევრები და ნათესავები დახვდნენ.

„დაუჯერებელია 8 წლის შემდეგ ღამის კოშმარი როგორც იქნა დასრულდა. მადლიერი ვარ“,- ამბობს ბაბაკ ნამაზი, სიამაქ ნამაზის ძმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ნამაზისთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა ამერიკის კიდევ ოთხი მოქალაქე, ყველა მათგანი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯმა მათი სიცოცხლე გადაარჩინა, პატიმრობაში გატარებულ წლებს კი ისინი ტანჯვად მოიხსენიებენ.

პატიმრების გაცვლა ამერიკასა და ირანს შორის ყატარის ჩართულობით მოხდა, თეირანში დაბრუნდა ირანის ორი მოქალაქეც. საერთო ჯამში, შეთანხმების თანახმად ამერიკამ ციხიდან 5 ირანელი გაათავისუფლა, თუმცა სამმა ირანში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის მოქალაქეები სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

ამავე შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონმა თეირანს 6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე თანხაზე ირანს წვდომა აღუდგინა. პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG