ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირბი: პრეზიდენტ ბაიდენის G20-ზე გამოსვლის ფოკუსი უკრაინის ომია


დიდი ოცეულის სამიტი ინდოეთში დასასრულს უახლოვდება. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ანიტა პაუელმა, სწორედ ამ სამიტის და პრეზიდენტ ბაიდენის ვიეტნამში ვიზიტის შესახებ შეკითხვები თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის დაუსვა.

დიდი ოცეულის სამიტით დავიწყებ. ყველა ერთიანობაზე საუბრობს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ მიაღწევენ ამერიკა და სხვა ერები ერთიანობას, ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის არყოფნაში?

ვფიქრობ, თქვენ რუსეთსა და ჩინეთზე, ბატონ პუტინსა და ბატონ სიზე საუბრობთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთიცა და ჩინეთიც დიდი ოცეულის სამიტზე წარმოდგენილი არიან, განსხვავებული შემადგენლობითა და სხვადასხვა ლიდერებით. ასე რომ ისინი მაინც არიან აქ, მაინც იღებენ მონაწილეობას. ისინი კვლავ არიან ჩართული დისკუსიებში და მოუთმენლად ველით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა დიდი ოცეულის ყველა წევრთან ვიმუშაოთ. ესაა იმ პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი, რომელზეც როგორც პრემიერ-მინისტრმა მოდიმ, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტზე ისაუბრეს.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის არგუმენტებით აპირებს პრეზიდენტი [ბაიდენი] დიდი ოცეულის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერას?

პრეზიდენტის ერთ-ერთი უმთავრესი ფოკუსი იქნება ეკონომიკური შესაძლებლობები და დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ინვესტიციების ჩადება. ვიცი, ალბათ, ფიქრობთ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო უკრაინასთან, მაგრამ ეს პირდაპირ კავშირშია უკრაინასთან, ვინაიდან ომმა, უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე საკვების უსაფრთხოების, ენერგო უსაფრთხოების და ინფლაციის მიმართულებით.

გზას ვერ ავუვლით იმ ეფექტს, რომელიც ბატონი პუტინის ომმა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. ის, რასაც პრეზიდენტს სურს, რომ ხაზი გაუსვას იმ შესაძლებლობებს, რაც ასეთი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის არსებობს. საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის სესხის გაცემაზე მაღალხარისხიანი, გამჭვირვალე, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ასე რომ პრეზიდენტი, ნამდვილად აპირებს, რომ ომი უკრაინაში მისი გამოსვლის ფოკუსი იყოს.

მადლობა, ეს ძალიან კარგად ეხმიანება ჩემს შემდეგ შეკითხვას ამერიკის ჩართულობასთან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. შეგიძლიათ გაგვაცნოთ ზოგიერთი ხელმოწერის ინიციატივა, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკურიც? ასევე შეგიძლიათ უპასუხოთ კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ამერიკას არ გააჩნია ისეთი ეკონომიკური ინსტრუმენტები, როგორიც ჩინეთს აქვს, რათა ქვეყნებს ბაზარზე წვდომა შესთავაზოს.

შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს აქვთ ეკონომიკურიინსტრუმენტების ფართო სპექტრი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. იმ რეფორმებით რომელთა გატარებასაც ჩვენ ვცდილობთ მრავალმხრივი განვითარების ბანკებში, ვეცდებით, რომ მათი ბალანსი გაიზარდოს, სიცოცხლისუნარიანი გახდეს, რათა ამ ბანკებმა უფრო მეტი ალტერნატივა შესთავაზონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს.

ასევე შეგახსნებდით, რომ აქ საუბარი არაა, ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის შეჯიბრებაზე. ჩინეთი მსოფლიო ბანკის აქციონერია. ამიტომ, ჩინეთს უნდა ჰქონდეს ინტერესი, დაინახოს, რომ მსოფლიო ბანკი უფრო ეფექტური არჩევანია იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ფინანსური დახმარება და სანდო გამჭვირვალე სესხის აღება ჭირდება.

ვიეტნამზე მინდა გკითხოთ. ეს ისტორიული ვიზიტია, ძალიან დიდი მნიშვნელობის და ყოვლისმომცველი პარტნიორობის. თუმცა, შეგიძლიათ გვიპასუხოთ იმაზე, როგორ შეუძლია ისეთ ლიბერალურ დემოკრატიას, როგორიც ამერიკაა, ჰქონდეს ნაყოფიერი ურთიერთობა ვიეტნამის მსგავს კომუნისტურ ქვეყანასთან?

უბრალოდ გადახედეთ როგორი ურთიერთობები გვქონდა წლების განმავლობაში, ის ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ იზრდებოდა. ვიეტნამელებს სურთ უფრო ძლიერი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვიეტნამელები ამერიკელებთან ბევრ საერთო საკითხს იზიარებენ, როგორც ეკონომიკურად, ისე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მიმართებულებით. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. ასევე მსგავსი ხედვები გვაქვს ზოგიერთ გამოწვევაზე, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქცევაზე.

ესაა ურთიერთობა, რომელიც ვიეტნამის ფერფლიდან აღმოცენდა. პრეზიდენტი ბაიდენი მოწადინებული იყო ამერიკის ვიეტნამთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ის ამერიკის სენატის, საგარეო ურთოერთობათა კომიტეტში სენატორი იყო.

ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა ორი ქვეყნის ერთად ასე ახლოს მუშაობის პროცესში. პრეზიდენტი ძალიან მოხარულია ამ ვიზიტის გამო. [ვიეტნამი] მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ველით, რომ ეს პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს ხდება. ასე რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი ჰანოიში და პრეზიდენტი ამ ვიზიტს ძალიან ელოდება.

XS
SM
MD
LG