სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის არმიის წარმომადგენელმა გაავრცელა. სომხეთ-ამერიკის ერთობლივი წვრთნები მეზობელ აზერბაიჯანთან უკიდურესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
10- დღიან წვრთნებში სახელწოდებით „არწივი პარტნიორი“ მონაწილეობას 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მიიღებს. ის მიზნად ისახავს სომხების მომზადებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად. წვრთნა დედაქალაქ ერევნის მახლობლად ორ სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს.
მცირე მასშტაბის მიუხედავად, სწავლებამ გააღიზიანა რუსეთი, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზა სომხეთში და თავს მიიჩნევს რეგიონში უსაფრთხოების მთავარ გარანტორად.
წვრთნები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო, უკიდურესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.