ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის კიმი, პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა


სამხრეთ კორეული წყარო იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმი საგანგებო მატარებლით რუსეთში გაემგზავრა. ორშაბათს მოსკოვმა და ფხენიანმა დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ღრმა იზოლაციის ფონზე, ჩდილოეთ კორეის ლიდერის და ვლადიმირ პუტინის სამიტი შედგება.

კრემლის განცხადებით, უახლოეს დღეებში, პუტინის მიწვევით კიმი რუსეთს ეწვევა. ჩრდილოეთ კორეის სახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო KCNA-მა კი დამატებითი დეტალების გარეშე გამოაცხადა, რომ ორი ლიდერი „შეხვდება და ისაუბრებს“.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი იმსჯელებენ კორეული იარაღის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე, რათა რუსეთს უკრაინასთან ომში დაეხმაროს და რუსეთმა კი ჩრდილოეთ კორეას მისთვის უაღრესად საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს.

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გამოთქვამდნენ შეშფოთებას ბოლოდროინდელ ნიშნებზე, რომ რუსეთსა და ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდებოდა.

ფეხენიანისგან და მოსკოვისგან უარყოფის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რათა ჩრდილოეთ კორეამ იარაღი მიაწოდოს რუსეთს, რომელმაც ომის 18 თვის განმავლობაში თავისი უზარმაზარი მარაგები დახარჯა.

სამხრეთ კორეის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ კიმი თავისი მატარებლით კვირა ღამით გაემგზავრა. იაპონური მედიის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ხასანის რკინიგზის მთავარ სადგურზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და მორთვის სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს, 2019 წელს შეხვედრის შემდეგ, პუტინისა და კიმის უმაღლეს დონეზე მეორე შეხვედრა იქნება.

XS
SM
MD
LG