ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CIA რუს ოფიციალურ პირებს ამერიკის დაზვერვაზე მუშაობისკენ მოუწოდებს


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ (CIA), რომელიც ცდილობს ჯაშუშად მეტი რუსი გადმოიბიროს, ახალი ვიდეო გაავრცელა. ვიდეორგოლის სამიზნე რუსი ოფიციალური პირები არიან. სადაზვერვო სააგენტო მათ მოუწოდებს, „ფსიქოპათებით გაჟღენთლი“ სისტემის შესახებ სიმართლე ილაპარაკონ.

CIA-ის დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ივლისში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, ზოგიერთ რუსში არსებული უკმაყოფილება, ჯაშუშების გადაბირების იშვიათ შესაძლებლობას ქმნიდა და რომ სააგენტო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.

სააგენტომ, სოციალურ მედიაში, რუსულენოვანი ვიდეო გაავრცელა, სახელწოდებით "რატომ დავუკავშირდი CIA-ს თავად, - საკუთარი თავისთვის". ვიდეოში მთხრობელი რუსულ ენაზე ამბობს: „ყველას დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ არაკეთილსინდისიერი იყო სიმართლის დამახინჯება. მაგრამ, ისინი, ვისაც კარიერული წინსვლა ჰქონდათ, სწორედ ასე მოიქცნენ“.

ვიდეოში ნაჩვენებია მსახიობი, რომელიც რუსი ოფიციალური პირის როლს ასრულებს. ის რუსეთის სამთავრობო შენობაში შედის და ორთავიანი არწივის გამოსახულებიან საშვს აჩვენებს. „მჯეროდა, რომ სიმართლე ფასობდა“ - ამბობს მთხრობელი.

„თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს შიძლება არ სურდეთ სიმართლის მოსმენა, მაგრამ ჩვენ გვურს“ - ამბობს ის და კადრში ჩანს CIA-ის გერბი. „პატიოსნება ჯილდოვდება“ - ამ სიტყვებით მთხრობელი აჩვენებს, რომ ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან მუშაობა კარგი საქმეა.

XS
SM
MD
LG