ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამტკიცებს რომ კუნძულ „ზმეინთან“ ამერიკული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კუნძულ „ზმეინთან“ (გველის კუნძული) ამერიკული წარმოების სამხედრო ნავი გაანადგურა, რომელსაც უკრაინელები მართავდნენ.

კრემლის მტკიცებით იერიში მაშინ განხორციელდა, როდესაც კატარღა კუნძულის აღმოსავლეთით გადაადგილდებოდა და უკრაინული სადესანტო ჯგუფი გადაჰყავდა. იერიში გემზე სამხედრო თვითმფრინავით მიიტანეს.

დამატებითი კითხვებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ პასუხობს, გავრცელებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ვერ შეძლო. კითხვებისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ კიევშიც.

„ზმეინი“ შავ ზღვაში პატარა, ის ცნობილი კუნძულია, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა დაიკავა და ცნობების მიხედვით უკრაინელ მეზღვაურებს დანებება მოსთხოვა, რაზეც პასუხად, დაუდასტურებელი ცნობებით, ცნობილი ფრაზა „რუსკი კარაბლ იდი...***“ მიიღო.

კუნძულზე მოგვიანებით უკრაინამ კონტროლის აღდგენა მოახერხა და მას შემდეგ იქ უკრაინული დროშა ფრიალებს.

კუნძული „ზმეინი“ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და მის ირგვლივ დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG