ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა


კვირას რუსეთის "როსკოსმოსმა" განაცხადა, რომ რუსული „ლუნა-25“ კოსმოსური ხომალდი, უკონტროლო ორბიტაზე შესვლის შემდეგ მთვარეზე დაეცა.

უპილოტო კოსმოსური ხომალდი, მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველად დასაშვებად იყო გამიზნული. მეცნიერებს სჯერათ, რომ მთვარის ამ ნაწილში გაყინული წყლის მნიშვნელოვანი რეზერვები და ძვირფასი ელემენტების მარაგებია. რუსი მეცნიერები მოელოდნენ, რომ ხომალდი მთვარეზე ორშაბათს დაეშვებოდა.

„როსკოსმოსმა“ თქვა, რომ „ლუნა-25“-თან კონტაქტი შაბათს მას შემდეგ დაკარგა, რაც კოსმოსურ ხომალდს პრობლემები შეექმნა და „არანორმალური ვითარების“ შესახებ შეტყობინება გადმოსცა.

„ლუნა-25“ 14 ივლისს გაშვებულ ინდურ კოსმოსურ ხომალდთან რბოლაში იყო ჩართული, რათა მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველი დაშვება განეხორციელებინა. ორივე ხომალდი მთვარის ზედაპირზე სავარაუდოდ 21-23 აგვისტოს უნდა დაშვებულიყო.

მთვარის მისია რუსეთისთვის პირველი მცდელობა იყო 1976 წლის შემდეგ, როდესაც ის საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. მთვარეზე წარმატებით დაშვება მხოლოდ სამმა სახელმწიფომ შეძლო, საბჭოთა კავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა.

XS
SM
MD
LG