20-წლიანი ექსპედიციის შემდეგ, რომელიც მისიის ორჯერ გაგრძელებას მოიცავდა, კოსმოსური ხომალდი „კასინი“ პარასკევს, პლანეტა სატურნზე საბოლოო დაშვებისთვის ემზადება. დაშვება ხომალდის არსებობის შეწყვეტით დასრულდება.
„ნასას“ მეცნიერებმა და ინჟინრებმა კოსმოსური ხომალდის სიცოცხლის ამ გზით დასრულების გადაწყვეტილება, ექსპედიციის დროს გაკეთებული აღმოჩენის გამო მიიღეს. ეს, სატურნის ზოგიერთ მთვარეზე სიცოცხლისათვის საჭირო შემადგენელი ნაწილები იყო.
სატურნის ზოგიერთ მთვარეზე ოკეანეების აღმოჩენა, შესაძლოა სიცოცხლის არსებობას ნიშნავდეს. ერთ-ერთი მოულოდნელი აღმოჩენა, სატურნის რგოლში არსებულ მთვარე ენსელადუსის სამხრეთ პოლუსზე მოხდა.
„კასინის“ ხელსაწყოებმა მთვარის ზედაპირზე ამოფრქვეული გეიზერის მასის ნაწილაკების და გაზის აღნუსხვა შეძლო.
Facebook Forum