ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო ნაბიჯი მთვარეზე


იუჯინ სერნანის მიერ 40 წლის წინ გადადგმული ნაბიჯი, მთვარეზე ადამიანის უკანასკნელი ფეხის დადგმა აღმოჩნდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მთვარეზეც დავბრუნდებით და შემდეგი გაჩერება მარსი იქნება - ამბობს ყოფილი ასტრონავტი იუჯინ სერნანი. ის იმ 12-თაგანია, რომელიც მთვარეზე ბოლო გაფრენაში, „აპოლო-17“-ის მისიაში მონაწილეობდა. დღეს ასტრონავტები ამ გაფრენის 40 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ჩანაწერი ნასას არქივებიდან:

ბოლო ვარ, ვინც მთვარეს ტოვებს. მაგრამ მჯერა, რომ ეს ბოლო ნაბიჯი არ არის და ადამიანი მთვარეზე სულ ცოტა ხანში დაბრუნდება - ეს სიტყვები იუჯინ სერნანმა ჯერ კიდევ მთვარეზე ყოფნის დროს წარმოთქვა. თუმცა, ამჟამად ის მაინც ბოლო ადამიანია, ვინც მთვარეზე გაიარა.

როგორც მოვედით, ისე მივდივართ. ღვთის ნებით მალე დავბრუნდებით - თქვა იუჯინმა 40 წლის წინ. დღეს ის არც ისე ოპტიმისტურად გამოიყურება:

იმედი საშინლად გამიცრუვდა. მაშინ ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ 40 წელი გავიდოდა და ამ ტიტულს, თუ ტვირთს, ისევ მე ვატარებდი - ამბობს ასტრონავტი.

იუჯინმა სხვებთან ერთად „აპოლო 17“-ის მთვარეზე გაფრენის 40 წლის იუბილე თავის კოლეგა, ჯიმ ლოუველთან ერთად ჩიკაგოს ადლერის პლანეტარიუმში აღნიშნა.

სამი, ორი, ერთი, დავიძარით! ჰიუსტონში მოვდივართ - ეს მთვარიდან მისი ბოლო სიტყვებია.

დედამიწაზე დაბრუნებულ ასტრონავტებს ძალიან უჭირთ იმის დაჯერება, რომ „აპოლო 17-ის“ 40 წლის იუბილე მთვარეზე მოგზაურობის ეპოქის დასასრულსაც აღნიშნავს.

როგორ გითხრათ, ვინმეს რომ ეთქვა, ამერიკელების შემდეგ მთვარეზე გაფრენამდე 40, 50 და 60 წელი გავიდოდა, ამას როგორ დავუჯერებდი - ეს ჰარისონ შმიტია, ისიც „აპოლო-17“-ის კიდევ ერთი ასტრონავტი.

ნახევარი საუკუნის წინ 250 ათასი მილის მანძილზე ვიფრინეთ, მომავლის კარი გავაღეთ. კარი ისევ ღიაა და იქ მომავალი გველოდება- ამბობს იუჯინი.

ჯორჯ ბუშის მიერ შემოთავაზებული მთვარეზე დაბრუნების გეგმა პრეზიდენტმა ობამამ შეაჩერა. საბიუჯეტო დეფიციტმა და ეკონომიკის განვითარების შენელებამ კანომდებლები აიძულა კოსმოსური კვლევები შეეზღუდათ. სერნანის აზრით, ბიუჯეტისთვის ეს არც ისე დიდი შეღავათია.

ყოველი დოლარიდან კოსმოსურ პროგრამებზე მხოლოდ ნახევარი ცენტი იხარჯება. ყველა პროგრამაზე - აღნიშნავს იუჯინი.

ჰარისონ შმიტი, რომელიც ასევე ყოფილი სენატორია, ნასას ძლიერი ნების დეფიციტზე საუბრობს.

ფისკალური გადასახედიდან კოსმოსური პროგრამების მსხვერპლად შეწირვა იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გეოპოლიტიკურ ინტერესებზე და კოსმოსში დომინირებაზე საკუთარი ნებით უარს ამბობს“.

იუჯინი კი კონკურენციის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

„50 წლის წინ საბჭოთა კავშირს ვეჯიბრებოდით. ამან დიდი როლი ითამაშა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი ხელები ჯიბეში გვიწყვია და სხვებს შევყურებთ. ამერიკელი კოსმოსში საკუთარი ძალებით ვეღარ გაგვიშვია - ამბობს ის.
ნასას შატლების პროგრამა დაიხურა. ამერიკული კერძო მწარმოებელი „სპეისექსი“ ახალ კაფსულაზე მუშაობს, რომელიც ადამიანებს კოსმოსში მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე გაიყვანს. ვეტერანი ასტრონავტები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის. და რომ ნასას პრიორიტეტი მთვარეზე დაბრუნება უნდა იყოს.

ამერიკის დღევანდელი გამოწვევა კაცობრიობის ხვალინდელი ბედის სამჭედლოა - გვითხრა მთვარიდან იუჯინმა 40 წლის წინ.

მას სჯერა, რომ ამერიკელი ასტრონავტებისთვის შემდეგი გაჩერება მთვარე თუ არა, მარსი აუცილებლად იქნება.
XS
SM
MD
LG