ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცივი ომის შემდეგ პირველად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას ეწვია


რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, სადაც ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ უნთან ერთად გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც წარმოდგენილი იყო აკრძალული ბალისტიკური რაკეტები. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა კადრები და ინფორმაცია, რომ ორი ქვეყანა კავშირების გაღრმავების პირობას დებდნენ.

სერგეი შოიგუ და ჩინეთის დელეგაცია, რომელიც კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი, ფხენიანში კორეის ომის დასრულების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩავიდნენ. ჩრდილოეთ კორეაში ომის დამთავრებას აღნიშნავენ როგორც "გამარჯვების დღეს" .

ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით არის აკრძალული. ფხენიანს ამ შეიარაღების შემუშავება რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით აეკრძალა. თუმცა, მიმდინარე კვირაში მათ მოახდინეს ამ სამი ქვეყნის სოლიდარობის დემონსტრირება, რომლებსაც ამერიკასთან დაპირისპირება და როგორც ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, ცივი ომის ეპოქის მათი კოალიციის აღორძინება აერთიანებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში.

XS
SM
MD
LG