ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიერ მიკოლაევისა და ოდესის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა


ყირიმის ხიდზე მეორე თავდასხმის შემდეგ რუსეთის მთავარი სამიზნე ორი უკრაინული ქალაქი მიკოლაევი და ოდესაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მათ იერიშები უკრაინულ ქალაქებზე მაღალი სიზუსტის იარაღით მიაქვთ. კრემლში ამბობენ, რომ მათ გაანადგურეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა და საწყობები, მათ შორის იერიში მიიტანეს იმ სივრცეებზე, სადაც მათი თქმით, უკრაინა უპიტოლო საფრენ საშუალებებს ინახავდა.

მიკოლაევის ოლქია გუბერნატორი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმების დროს მის ოლქში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 19 ადამიანი დაშავდა. ოდესააში კი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა და სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.

გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშებისა, რუსეთს იერიშები მიაქვს მარცვლეულის საწყობებზე. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით დაზიანებულია ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა და ნავთობტერმინალი. კიევის განცხადებით, ეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს კიდევ უფრო ართულებს.

უკაინის ხელისუფლება ცდილობს ცალმხრივად გააგრძელოს თურქეთისა და გეროს ჩართულობით მიღწეული მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც კვირის დასაწყისში რუსეთმა დატოვა.

შეთანხმების დატოვებას წინ უსწრებდა ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა. არსებობს ვარაუდი, რომ ხიდზე თავდასხმა საზღვაო დრონებით მოხდა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს უპასუხებდა.

ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ტერიტორიაა, რომელიც 2014 წლის შემდეგ რუსეთს უკანონოდ აქვს ანექსირებული. ქერჩის ხიდი, კი რომელიც რუსეთთან ყირიმს აკავშირებს ვლადიმირ პუტინის სახელთან ასოცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG