ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმში სამხედრო პოლიგონი იწვის


ხანძარი ყირიმში
ხანძარი ყირიმში

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში სამხედრო სასწავლო მოედანზე გაჩენილმა ხანძარმა 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია და მიმდებარე გზატკეცილის ჩაკეტვა გამოიწვია. ამის შესახებ ოთხშაბათს მოსკოვის საოკუპაციო ძალების ყირიმის ადმინისტრაციის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა.

„იგეგმება ოთხი დასახლების მცხოვრებლების დროებითი ევაკუაცია - ეს არის 2000-ზე მეტი ადამიანი“, - თქვა რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა „ტელეგრამზე“.

ხანძრის მიზეზი არ დასახელებულა. ხანძარმა ასევე ნაწილობრივ გამოიწვია ტავრიდის მთავარი გზატკეცილის დახურვა.

"ტელეგრამის" რუსული არხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან და ასევე, უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ბაზაზე უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ საბრძოლო მასალის საცავი დაიცვა.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ვერ შეძლო დამოუკიდებლად ამ ინფორმაციის გადამოწმება. უკრაინის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ტელეგრამის“ ზოგიერთ არხზე გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 07:30 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ის ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული.

ამ ხანძარს წინ უძღოდა ორშაბათ დილით, ყირიმის ხიდის აფეთქება, რაშიც მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს.

გასულ ღამეს რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ოდესის პორტზე. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კიევზე დრონებით მიტანილი თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG